Tbilisi Master Plan: How the City Will Change and How the New Vision Will Affect Real Estate Prices

თბილისის განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც ხშირად ქალაქის „კონსტიტუციად“ მოიხსენიება, საჯარო განხილვების დასრულების შემდეგ ახალ ეტაპზე გადავიდა. მიუხედავად გამოთქმული შენიშვნებისა, დოკუმენტის ძირითადი კონცეფცია უცვლელი დარჩა  თბილისი უნდა განვითარდეს უფრო კომპაქტური, ეკოლოგიურად გამართული და მრავალცენტრიანი ქალაქის პრინციპით.

თუ გეგმა ამ ფორმით ამოქმედდება, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ თბილისის უბნების პრესტიჟულობამ და უძრავი ქონების ფასებმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადოს. ქალაქის ურბანისტები და არქიტექტორები გვაფრთხილებენ  ცვლილებები გავლენას მოახდენს როგორც ინვესტორებზე, ისე რიგით მყიდველებზეც.

რა მიმართულებით განვითარდება თბილისი

გენგეგმის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომ ქალაქი აღარ გაფართოვდეს ახალი უბნების ხარჯზე, არამედ ყურადღება გამახვილდეს უკვე არსებულ სივრცეებზე მათი რეაბილიტაციით, გამწვანებით და სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებით.

გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ მჭიდრო განაშენიანებამ უკვე გამოიწვია საცხოვრებელი ხარისხის და ფასების დისბალანსი:

„ზოგ უბანში მოსახლეობის სიმჭიდროვე ნორმაზე რამდენჯერმე მაღალია. იქ, სადაც მწვანე სივრცე, სპორტული მოედნები და პარკინგი არ არის, ცხოვრება რთულდება და უძრავი ქონების ფასიც ბუნებრივად ეცემა,“  ამბობს ბოლქვაძე.

მისივე თქმით, გენგეგმა ითვალისწინებს ახალი პარკებისა და რეკრეაციული ზონების შექმნას  დიღმის ჭალებში, ფონიჭალასთან, თემქასა და სხვა უბნებში, რაც ავტომატურად გაზრდის მიმდებარე ტერიტორიებზე ბინების და მიწის ღირებულებას.

ახალი ურბანული ცენტრები  ქალაქის პოლიცენტრული განვითარება

დოკუმენტის მიხედვით, თბილისი უნდა განვითარდეს რამდენიმე დამოუკიდებელი ურბანული ცენტრის მოდელით, რათა ქალაქის ცენტრი აღარ გადაიტვირთოს.
ასეთი ახალი ზონები დაგეგმილია დიდ დიღომში, გლდანიმუხიანის მიმართულებით, საბურთალოზე, სამგორში დაისტ პოინტისმიმდებარედ.
ასე შეიქმნება სივრცეები, სადაც მოსახლეობა მიიღებს ყველა საჭირო სერვისს  საგანმანათლებლო, სავაჭრო და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას  ქალაქის ცენტრში ჩასვლის გარეშე.

Reset password

Enter your email address and we will send you a link to change your password.

Powered by Estatik
Scroll to Top